ვარგავი

გულმოწყალე იესოს სახ. ეკლესია

ვარგავი, 0500 ასპინძა

 

ღვთისმსახურება

წმიდა წირვა

  • კვირას - 11:00 სთ.

საკონტაქტო მისამართი

მოძღვარი
მამა პაატა ქომოშვილი  მობილ. +995 595 566 598

 

ისტორია

დროთა მსვლელობაში ადამიანთა მოდგმა სხვადასხვა დროში ცხოვრობს და თავისი ცხოვრების მძიმე ჯვარს ატარებს – ეს ასე იყო დასაბამიდან დღემდე.
ქართველი ერი თავისი არსებობის პერიოდიდან, გაუსაძLისი ცხოვრების პირობებშიც კი გამოერჩევა ღვთისადმი დიდი სიყვარულით ეს ქვეყანა ხომ ღვთისმშობლის წილხვედრია.

ენა, მამული, სარწმუნოება - ქართველი ერის ჯიღაა!!!

ჯავახეთის ზეგანზე, მთის კალთაზე პატარა სოფელია გაშლილი - ვარგავი. სამშობლოს ტკივილ სიხარულით ცხოვრობს ეს სოფელიც.
როცა საქართველოში კათოლიკე მისიონერები ჩამობრძანდნენ რა თქმა უნდა ვარგავსაც ეწვივნენ – ბატონი ჯუზეპე პაზოტო, მამა პავლე შეხვდნენ სოფლის მოსახლეობას. მამა პავლემ ღრმა სიყვარული ღვთისადმი – ხალხთან წირვა-ლოცვის საშულაებით მიიტანა. ძველი ეკლესიის ნანგრევი გააწმენდინა ხალხს და წირვა-ლოცვას იქ აღავლენდა, ხიდის აღდგენას ცდილობდა ორ სარწმუნოებას შორის. დიდი სურვილი ჰქონდა ვარგავის მრევლს ჰქონოდა ეკლესია მაგრამ...

სული ძლიერი, კაცთმოყვარე, თავმდაბალი, ადამიანის ჭირ-ლხინის გამზიარებელი, მომღიმარი სახით – ღმერთკაცი – ღმერთის და კაცთა შორის მომრიგებელი. მაგალითის მისაბაძი პადრე ადამიანთა ურთიერთობისა პოლონელი – უცხო სტუმარი, შვილივით მიღებული და ვაი-შვილივით დატირებული მარადიული სულის ყოფიერებაში მყოფი.

შემდეგი პერიოდისათვის მოვიდა პავლე დილი. მამა პავლეც თარჯიმნის საშუალებით ატარებდა წირვა-ლოცვას, მაგრამ თავისი ნიჭით და მონდომებით რამოდენიმე თვეში შეძლო ქართულად საუბარი და მრევლსაც დაუახლოვდა.

მამა პავლეს ზოგჯერ მამა იეჟი შიმეროვსკი სცვლიდა უაღრესად მომზადებული და კარგი მცოდნე თავისი სპეციალობის, მამა იეჟIმ მოსახლეობის მსურველებს ჯვარი დასწერა. ბავშვები მონათლა. მრავალი გალობა ასწავლა მრევლს. მამა იეჟი მკაცრი მომთხოვნი, მაგრამ დიდი ღვთისა და კაცთ-მოყვარე ადამიანია, ძლიერი საღვთო წიგნის მომზადებაში.

1999 წელს ვარგავის მრევლს აუშენეს ეკლესია, რომელიც აკურთხეს და გაიხსნა 2000 წელს 7 სექტემბერს. გახსნას ესწრებოდა იტალიიდან მოწვეული სტუმრები, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და წმიდა საყდრის დესპანი პეტერ ცურბრიგენი, მრავალი სხვადასხვა ეკლესიის მღვდელი მრევლით. სტუმრებს მასპინძლობდა მამა პავლე დილი.

ეკლესიამ შეცვალა მრევლიც, ყოველ კვირას ტარდება წირვა-ლოცვა. ხალხი დაუახლოვდა ღვთის მცნებებს. ამ ბოლო პერიოდში მამა პავლე დილი შეცვალა მამა ზიგმუნტ ნეჯვეჯმა. ეს ღვთის ნიჭით დაჯილდოევული 2 თვეში ამეტყველდა ქართულად თავისი ნიჭით. უშუალო დამოკიდებულება აქვს მრევლთან, პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას. ღმერთი შეეწიოთ და ფარავდეთ მათ თავიანთი ცხოვრების მანძილზე.