ახალციხე - რაბათი

Akhaltsikhe - Rabati

წმ. სავარდის დედუფალის ეკლესია

რაბათი, 0800 ახალციხე    map

 

ღვთისმსახურება

წმიდა წირვა

  • ყოველდღიურად - 8:00 სთ.
  • ოთხშაბათს - 16:00 სთ. (სამლოცველოში, რ. თაბუკაშვილის ქ. 6  map)
  • კვირას - 11:00 სთ.

საკონტაქტო მისამართი

მოძღვარი: მამა ფილპო ალიანი
0800 ახალციხე, ანდრია პირველწოდებულის ქ. 37  map

მობილ. +995 599 388588, ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.


ადგილმდებარეობა

ყაზბეგის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია კათოლიკური ეკლესია  map

 

ისტორია

ქალაქი ახალციხე მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ფოცხოვისა და მტკვრის შესართავთან. ის მესხეთის მთავარი ქალაქია, რომელიც ამჟამად აერთიანებს სამცხე-ჯავახეთის რაიონებს და წარმოადგენს გუბერნიის ცენტრს. ახალციხის გავლით გადის საერთაშორისო გზა კავკასიის რესპუბლიკებისაკენ.

მესხეთი, ანტიკური ხანიდან მოყოლებული, საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. მრავალგზისი შემოსევების შედეგად ის დაინგრა და განადგურდა, რის შედეგადაც მესხეთის როლი და ადგილი დაკნინდა და შემცირდა.
ახალციხეში საუკუნეების განმავლობაში იდგა არაერთი კათოლიკური ტაძარი, მაგრამ ჟამთა ავბედობამ და მტერთა შემოსევებმა დიდი დაღი დაასვა მათ. უკანასკნელ ხანებამდე ქალაქში სამი კათოლიკური ტაძარი ყოფილა.

ახალციხის წმ. ჯვრის კათოლიკური ეკლესია XIII საუკუნეს მიეკუთვნება, მაგრამ ცნობები მის ამგებთა შესახებ არ დაცულა, მხოლოდ ის ვიცით, რომ ტაძარი აუშენებიათ X-XII საუკუნეებში აღმართული ეკლესიის საფუძველზე. ეს ნაგებობა ოსმალთა და ათაბაგთა ბრძოლებში მრავალჯერ დანგრეულა, მაგრამ ის იმდენჯერვე განაუახლებიათ, რამდენჯერაც დაუქცევიათ. 1660 წელს ეკლესია მნიშვნელოვნად განაახლეს, მაგრამ XVIII საუკუნეში კვლავ განადგურებულა, რის გამოც ის საფუძვლიანად აღადგენეს 1750 წელს. მას შემდეგ წმ. ჯვრის ეკლესია აღარ განახლებულა. დღეს კი ის თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის, _ მას მხოლოდ კედლები და სამრეკლოღა შემორჩა. ნაგებობის გარშემო უამრავი თლილი ქვა ყრია, ხოლო წარწერებიანი ქვები, რომლებიც ზოგი ხუცურად არის შესრულებული, აქა-იქ მიწაშია ჩაყრილ-ჩაფლული. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია XI-XII საუკუნეებში შესრულებული ჩუქურთმები, რომლებიც ქართული ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშებია. ეკლესიის გალავანში მოიპოვება ქართველ კათოლიკე მიცვალებულთა საფლავის ქვები. ეს ეკლესია იმთავითვე ქართველ კათოლიკეთა საკუთრება იყო. აქ წირვა-ლოცვა ლათინურად და ქართულად სრულდებოდა. დღეს კი ის გაუქმებულია და დანგრევის პირასაა მისული. წინაპართა მემკვიდრეობა ჩვენს დახმარებას ითხოვს.

მეორე ეკლესია, რომელიც ახალციხეში იდგა, წმ. სავარდის ეკლესიაა. ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ ის 1450 წელს აუგიათ როგორც ქალაქის კიდევ ერთი, ზომით უფრო მომცრო ეკლესია. ჩვენამდე არ მოღწეულა ცნობები მის ამგებთა შესახებ. ცნობილია, რომ 1540 წლის შემდეგ ის მრავალგზის დანგრეულა. რაკი ახალციხეში კათოლიკობა ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული, ეს ეკლესია 1560 წელს მნიშვნელოვნად შეაკეთეს, გაამაგრეს, მაგრამ შენობის სივიწროვე მაინც ხელს უშლიდა სარწმუნოებრივ ცხოვრებას და ამიტომ ის 1630-იან წლებში ის ისევ განაახლეს, რათა შესასვლელ კარიბჭესთან უფრო მოზრდილი ეკლესია მიეშენებინათ. ამ ეკლესიაში რომიდან ჩამოსული ლათინური წესის მღვდლები მოღვაწეობდნენ, რომელთაც XVI საუკუნეში ტაძარში ორგანიც კი დაუდგამთ. დროთა განმავლობაში უცხოელი სასულიერო პირები ქართველმა კათოლიკე მღვდლებმა შეცვალეს, რომელთაც სწავლა-განათლება რომში ჰქონდათ მიღებული.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალციხის ეკლესიებში ხმიანობდა ქართული ენა, რაც მთავარია, ქადაგებასაც მრევლი ქართულ ენაზე ისმენდა.
ამ ორი ეკლესიის გარდა, ახალციხეში მდგარა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაც, რომლის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ ის ქალაქის მესამე კათოლიკური ტაძარი ყოფილა, წმ. ჯვრისა და წმ. სავარდის ეკლესიებთან ერთად.

2012 წლის ოქტომბერში გაიხსნა ახალციხის წმ. სავარდის დედუფალის ეკლესია. ეკლესიის გვერდით აშენდა ბენედიქტელი დები მონასტერი.