თბილისი - საკათედრო სამრევლო

ნეტარ მარიამ ღვთისმშობლის ზეცადაყვანების (მიძინების) ტაძარი

გია აბესაძის ქ. 4, 0105 თბილისი  რუკა

 

ღვთისმსახურება

წმიდა წირვა

  • ყოველდღიურად - 17:30 სთ.
  • კვირას - 12:00 სთ.

 

საკონტაქტო მისამართი

მამა ანდრეი გრალჩიკ - მობილ. +995 599 604570

 

ადგილმდებარეობა

საკათედრო ტაძარი მდებარეობს თავისუფლების მოედანსა და მეტროსთან ახლოს.  რუკა

 

ტაძრის ისტორია 

1240 წლიდან თბილისში ფუნქციონირებას იწყებს ლათიმური წესის კათოლიკური მონასტერი, ხოლო 1329 წლიდან, გიორგი ბრწყინვალის თხოვნით, რომის პაპი ნებას რთავს ფრანცისკანელ ეპისკოპოსს იოანე ფლორენცილეს სმირნიდან თბილისში გადმოიტანოს საეპისკოპოსო კათედრა. საუკუნეების მანძილზე თბილისში, ქართველ მეფეთა მოწვევით, მოღვაწეობდნენ ავგუსტინელი, კარმელიტი, თიანთინელი, იეზუიტი, კაპუცინი სასულიერო პირები. უცხოელ მოგზაურთა, ასევე ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ თბილისის გეგმებში ყველგან არის აღნიშნული ლათინური წესის ტაძრები, რომლებიც ქალაქის მთავარი კარიბჭის „კოჯრის კარის“ მახლობლად მდებარეობდა.

1795 წელს, თბილისის აოხრების შემდგომ, ქართველ კათოლიკეებს აღარ ჰქონდათ დედაქალაქში ეკლესია და ამიტომ არაერთი თხოვნით მიმართეს ჯერ ქართლ-კახეთის მეფეებს, შემდგომ 1801 წლიდან, რუსეთის იმპერატორს, რათა ნება დაერთოთ ახალი ტაძრის აგებისათვის. 1803 წლიდანამ პრობლემის გადაწყვეტაში ალექსანდრე I ჩაება, რომელმაც კაპუცინთა ორდენის თვილისის პრეფექტს ფრანჩესკო პადუელს ეკლესიის აშენების ნება დართო. კავკასიის მთავარმართებელმა პავლე ციციანოვმა მისიონერებს

1804 წელს კაპუცინის ქუჩაზე, რომელიც ტრადიციისამებრ „კათოლიკეთა“ ქუჩად იყო ცნობილი, გამოუყო მიწის ნაკვეთი და 6 ათასი მანეთი, ეკლესიის აშენებისათვის ავსტრიის იმპერატორმაც გაიღო თბილისეი კათოლიკეებისათვი 1286 პიასტრი. 1804 წელს კაპუცინთა მისიის ხელმძღვანელობით საძირკველი ჩაეყარა წმიდა მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების ეკლესიას. 1808 წლისათვის მცირე ზომის , კოხტა და ნათელი ტაძარი საზეიმოდ ეკურთხა. 1814 წელს ტაძრის ტერიტორიას ლამაზი გალავანიც შემოარტყეს. ამ დროისათვის აქ უკვე მოქმედებდა სკოლა და „მცირე ოთახი ავადმყოფებისათვის“.

XIXსაუკუნის შუა წლებისათვის ტაძარი მრევლს უკვე ვეღარ იტევდა და ზუბალაშვილების შემწეობით, ხელახლა აიგო გოთური არქიტექტურის ელემენტებით შემკული ახალივრცელი ტაძარი, რომელიც დღესაც ამშვენებს დედაქალაქს.

საზღვარგარეთიდან ჩამოტანილ იქნა შესანიშნავი საეკლესიო ორღანი (იმხანად ერთადერთი მთელს კავკასიაში) და იტალიელ მხატვართა მონუმენტური ფერწერული ტილოები, მათ შორის წმ. მარიამის ზეცად ამაღლების კომპოზიცია, რომელიც სპეციალურიად ტაძრის საკურთხევლისათვის შესრულდა.

1888-89 წლებში მოძღვარი მიქაელ თამარაშვილი იყო, ხოლო XX საუკუნის პირველ მესამედში ტაძარსა და იქ არსებულ სკოლაში მოღვაწეობდა ქართული კლასიკური მუსიკის ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი.

1937 წელს ტაძარი ბოლშევიკურ რეპრესიებს შეეწირა. მისი ხელახალი ამოქმედება მხოლოდ XX საუკუნის დასასრულს გახდა შესაძლებელი.

1999 წლის 15 აგვისტოს პაპის პირადმა წარმოგზავნილმა არქიეპისკოპოსმა ჯოვანი ბატისტა რემ საქართველოში მომსახურე კათოლიკე სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა ტაძარი. „მარიამის სახელობის ეს ტაძარი კვლავ აღსდგა. ვითარცა სიმბოლო საქართველოს განახლებული იმედისა“ - წერდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ჯუზეპე პაზოტოსა და ქართველ კათოლიკეების სახელზე გამოგზავნილ მილოცვის წერილში უწმიდესი პაპი იოანე პავლე II და კურთხევის სიტყვებს არ იშურებდა იმათ მიმართ, ვინც გაუძლო ძნელბედობას და ახალ ათასწლეულამდე ერთგულად მოიტანა ქრისტეს რწმენა და სიყვარული.

ვინც ეკლესიაში შედის მაშინვე ეხვევა იმ სულიერ ატმოსფეროში, რომელიც სულს სიმშვიდეს ანიჭებს და პიროვნულ ლოცვისაკენ მიმართავს.

აბსიდის ფრესკა, მარიამის გამოსახულებით, რომელიც ზეცად მიიევს გაშლილი მკლავით გულგახსნილობისათვის განგვაწყობს, წმიდანები, რომლებიც აბსიდზე არიან გამოხატულნი, შერჩეულია მათი ღვაწლის შესაბამისად. პეტრე-პავლე და ანდრეა: მოციქულთა წარმომადგენელნი. წმ. სტეფანე: პირველი წამებული. გიორგი, ნინო, ბარბარა, ქეთევანი: ქართველთათვის გამორჩეული წმინდანები. კირილე და მეთოდე: ევროპის წმიდა მფარველები და აღმოსავლეთის მისიონერები. იოაკიმე და ანნა: მარიამის მშობლები. კოლბე და ბერნარდე: მარიამის მგალობლებლი. პიო X: კატეხიზის წმიდანი. საქართველოში რელიგიური ორდენების დამაარსებლები: დონ ბოსკო (სალეზიანელთა), დონ ბერტონი (სტიმატინთა), დონ კამილო ლელისი (კამილიანელთა), ფრანცისკო და კლარა (ფრანცისკანელთა), მატულევითი (ევქარისტიის დების), დონ ბალდო (წმ. იოსების ქალიშვილთა), იგნაციო (იეზუიტების), დედა ტერეზა (მადლიერების დების). აქვე არის მღვდელი მიხეილ თამარაშვილი, რომელმაც დაწერა საქართველოს კათოლიკური ეკლესიისა და საქართველოს ისტორია.

პრესბიტერის აცენტრში დგას საკურთხეველი წმ.გიორგის, წმ. ნიკოლოზის და პაპის - წმ. კლემენტის რელიქვიებით. ზოგიერთი წარწერა მიუთითებს ლიტურგიის მთავარ ეტაპებს. UT UNUM SINT (რაითა ყოველნი ერთნი იყვნენ): ეს წარწერა საეპისკოპოსო კათედრალზეა და გულისხმობს მწყემსის უმთავრეს მისიასა და სამოქმედო პროგრამას. პური არსობისა: მიუთითებს ტაბერნაკულუმს (სანაწილე), სადაც ასვენია წმიდა ევქარისტია. წყალი ცხოვრებისა: უჩვენებს ჯვარს, საიდანაც იბადება ნათლობის წყალი, განახლებული წყალი ღვთის შვილთათვის. VERBUM VITAE: (სიტყვა ცხოვრებისა): ეს წარწერა ამბიონზეა, საიდანაც გაჟღერდება უფლის სიტყვა. ყველაზე ამაღლებული სიტყვა არის „დიდება“ სამებას, ვინაიდან მთელი ლიტურგია სადიდებელია მამისა, ძისა და სულიწმიდისა. ეკლესიაში თვალსაჩინო ადგილზეა წმ.იოსების (მარიაის მეუღლის) წმ. ტერეზა ლიზიელის (ეკლესიის მასწავლებლისა) და წმ. ნინოს (ქართველთა განმანათლებელის) ქანდაკებები. ვიტრაჟებზე გამოსახულია ქრისტეს ცხოვრების უმთავრესი მომენტები, მარიამთა ერთად. საგალობელი ადგილის ვიტრაჟები, მარიამთა ერთად. საგალობელი ადგილის ვიტრაჟები წარმოადგენს ოთხ მახარობელს.

ბრინჯაოს ფილებით მორთული კარები იკურთხა და საზეიმოდ გაიხსნა 1999 წლის 25 დეკემბერს, იუბილეს დაწყების დღეს. ეს არის სიმბოლო ქრისტესი, როგორც კარისა. მარტლაც , აქ წარმოდგენილია განკაცება-გამოსყიდვის მთელი საიდუმლო: „ის არის ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული, მასშია დიდება და პატივი უკუნისამდე“.

ტაძრის დიდდღესასწაულია

15 აგბისტო