Arrow
Arrow
Slider

განცხადება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია შეშფოთებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ეკლესია საერო ცხოვრებაში, როგორც ყოველთვის იცავს მიუმხრობლობის პრინციპს და სასამართლოს გადაწყვეტილების რაიმენაირი შეფასების სურვილის გარეშე სვამს კითხვებს, რომლებიც სპონტანურად იბადება მსგავს შემთხვევებში: ამ ისტორიულ მომენტში ჩვენს საზოგადოებაში არის თუ არა საკმარისად გათვალისწინებული საერთო სიკეთე, პლურალიზმი და ინფორმაციის თავისუფლება,

გარდაიცვალა სიმონ ზაზაძე

საქართველოს კათოლიკე ეკლესია დიდი მწუხარებით იუწყება, რომ წუხელ, 5 ოქტომბრის 22.40 სთ-ზე ჟენევაში გარდაიცვალა ბატონი სიმონ ზაზაძე. უფალმა მოუხმო პიროვნებას, რომელმაც მთელი ცხოვრება იზრუნა სტამბულის ქართული კათოლიკური მონასტრის, ბიბლიოთეკისა და ლურდის ღვთისმშობლის ეკლესიის მოვლა-პატრონობაზე; იგი გულით ატარებდა ეკლესიისა და სამშობლოს სიყვარულს, ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!

პაპის სტუმრობის პროგრამა

ვიზიტის პროგრამა

30.IX.2016 , პარასკევი

15:00 - დახვედრა თბილისის აეროპორტში

15:30 - სტუმრობა რესპუბილიკის პრეზიდენტთან

16:30 - სტუმრობა მის უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II-სთან

18:00 - შეხვედრა ასირიულ-ქალდევურ საკრებულოსთან

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

ძვირფასო დებო და ძმებო! ორი ხატება: “გადაგორებული დიდი ლოდი” და “ცარიელი სამარხი” წელსაც იწვევს სიხარულის შეძახილს: “ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!” უცნაურია, რომ ჩვენი რწმენის საფუძველს მხოლოდ ეს ნიშნები წარმოადგენს.