Arrow
Arrow
Slider

განცხადება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია შეშფოთებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ეკლესია საერო ცხოვრებაში, როგორც ყოველთვის იცავს მიუმხრობლობის პრინციპს და სასამართლოს გადაწყვეტილების რაიმენაირი შეფასების სურვილის გარეშე სვამს კითხვებს, რომლებიც სპონტანურად იბადება მსგავს შემთხვევებში: ამ ისტორიულ მომენტში ჩვენს საზოგადოებაში არის თუ არა საკმარისად გათვალისწინებული საერთო სიკეთე, პლურალიზმი და ინფორმაციის თავისუფლება,

ყოველი დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების დაცვის საუნჯე? ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რათა ეს საუნჯე ძვირად ფასობდეს ყველას თვალში და ყოველი ჩვენგანი ესარჩლებოდეს მას.

+ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

თბილისი

2017 წლის 2 მარტი