გარდაიცვალა სიმონ ზაზაძე

საქართველოს კათოლიკე ეკლესია დიდი მწუხარებით იუწყება, რომ წუხელ, 5 ოქტომბრის 22.40 სთ-ზე ჟენევაში გარდაიცვალა ბატონი სიმონ ზაზაძე. უფალმა მოუხმო პიროვნებას, რომელმაც მთელი ცხოვრება იზრუნა სტამბულის ქართული კათოლიკური მონასტრის, ბიბლიოთეკისა და ლურდის ღვთისმშობლის ეკლესიის მოვლა-პატრონობაზე; იგი გულით ატარებდა ეკლესიისა და სამშობლოს სიყვარულს, ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!
განსვენება საუკუნო მიანიჭე მას, უფალო.
და ნათლითა სამარადისოითა განანათლე იგი.
განისვენოს მშვიდობით. ამენ.

განახლება: ბ-ნ სიმონ ზაზაძის სულის საოხი წირვა აღევლინება ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს 18:00 სთ.-ზე თბილისის საკათედრო ტაძარში (აბესაძის ქუჩაზე).