Arrow
Arrow
Slider

Buon Compleano Padre Giuseppe!

წეროვანი  2014 წლის 6 ივლისს ამიერკავკასიაში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორს, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს 60 წელი შეუსრულდა. მეუფე ჯუზეპემ ეს შესანიშნავი თარიღი მოკრძალებულად, წეროვანში თბილისის მარიამის ზეცად აღყვანების ტაძრის მრევლთან და სხვა სტუმრებთან ერთად აღნიშნა.

სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს კათოლიკურ ტაძრებში მოღვაწე მღვდლების ნაწილი. კათოლიკე მრევლის გარდა მეუფესთვის დაბადების დღის მოსალოცად ჩამოვიდნენ უნივერსიტეტ „საბას“ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები.

წმ. წირვის დასრულების შემდეგ დღე ახალგაზრდების მიერ შესრულებული მხიარული ნომრით გაგრძელდა, რომელიც ძმური ტრაპეზით დასრულდა.

მეუფე ჯუზეპე პაზოტო საქართველოში 1994 წელს ჩამოვიდა. თავდაპირველად ქუთაისში დაემკვიდრა, ხოლო 1996 წელს ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორად დანიშვნის შემდეგ გადმოდის თბილისში. 2000 წელს კი ვატიკანში პაპი იოანე-პავლე II მას აკურთხებს ეპისკოპოსად. ამ დროიდან მოყოლებული იგი სათავეში უდგას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რომის კათოლიკურ ეკლესიას.  მეუფე ჯუზეპე პაზოტო თავისი სისადავითა და მდიდარი სულიერებით დიდ სიყვარულს ბადებს ყველა ადამიანში, ვინც კი მას იცნობს, განურჩევლად რელიგიური აღმსარებლობისა.