ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო

Mons. Giuseppe Pasottoბიოგრაფია

მეუფე ჯუზეპე პაზოტო დაიბადა 1954წ. 6 ივლისს ვერონის რეგიონის სოფ.ბოვოლონეში (იტალია). სწავლობს სტიმატინელთა სკოლაში და შედის ამავე კონგრეგაციის სასულიერო სემინარიაში. მუშაობს დამწყებითი კლასების პედაგოგად და 1979წ. იღებს თეოლოგიის ბაკალავრის წოდებას.

1979წ. 12 მაისს ბოვოლონის ეკლესიაში მღვდლად აკურთხებს კარდინალი მორეირა ნევეს. ხელდასმის შემდეგ პირველ 5 წელს მუშაობს სასულიერო სემინარიის დირექტორად “Colognola ai Colli ” (ვერონა). შემდეგ გადადის Sezano-ს მონასტერში, სადაც არის სასულიერო სახლის დირექტორი და ამავე დროს არის თავისი კონგრეგაციის პოსტულანტების და ახალგაზრდების პასუხისმგებელი და სტიმატინთა კონგრეგაციის საბჭოს მრჩეველი. ჩამოდის საქართველოში 1994წ. სექტემბერში. ენის შესწავლის შემდეგ ცხოვრობს ქუთაისში.

1996წ. ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორად ინიშნება. იცვლის საცხოვრებელ ადგილს და გადადის ქ.თბილისში. იგი ანახლებს თბილისის კათოლიკურ ძველ ტაძარს და 1999წ. 15 აგვისტოს მას აკურთხებს კარდინალი ბატისტა რე.

1999წ. ნოემბერში მისი თხოვნით საქართველოში ჩამოდის რომის პაპი იოანე პავლე II.

2000წ. 6 იანვარს რომში წმ.პეტრეს ბაზილიკაში რომის პაპი აკურთხებს მას ეპისკოპოსად.