ახალხიზა

წმ. ანდრია პირველწოდებულის საკრებულო

ახალხიზა, 1400 გორი

 

ღვთისმსახურება

წმიდა წირვა

  • კვირას - 13:30 სთ.

საკონტაქტო მისამართი

მოძღვარი
მამა ვლადიმირ აქსენტიევი - მობილ. +995 599 533321

 

ისტორია

სოფელი ახალხიზა შეიძლება უფრო დიდი და ისტორიული ხიზაბავრის “შვილად” ჩაითვალოს. ახალხიზა დაარსდა მამა დომინიკე მუღაშაშვილ-ფაცაძის (პაწაძე, ფხაკაძე) მიერ. გარდა იმისა, რომ მას გამოჩენილ ჟურნალისტად იცნობდენ, იგი იყო, აგრეთვე, ქართული კათოლიკური ჟურნალის _ “ჯვარი ვაზისას” _ დამაარსებელი.

საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მთელი ქვეყანა და, განსაკუთრებით, მესხეთის რეგიონი ოტომანთა იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. თურქული ზეგავლენის ქვეშ მყოფ ამ რეგიონში საუკუნეების მანძIლზე მიმდინარეობდა ადგილობრივ მცხოვრებთა ისლამიზაცია. თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, მესხეთის მოსახლეობა მტკიცედ ინარჩუნებდა თავის კათოლიკურ რწმენას. ამ რთულ გზაზე მათ დახმარების ხელს უწვდიდა ზოგიერთი ქართველი კათოლიკე მღვდელი. სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო მამა დომინიკე, რომელიც ძალისხმევას არ იშურებდა ყველა იმ ადამიანისადმი, რომელიც აგრერიგად იტანჯებოდა თურქ ოტომანთა მმართველობის დროს. უფრო კონკრეტულად კი იგი თავისი ოქროთი ცდილობდა მათ დახმარებას. მან შეიძინა მიწები ქალაქ გორის მახლობლად სოფელ სკრაში. თავდაპირველად, ამ მიწებზე დასახლდა ხიზაბავრიდან წამოსული რამდენიმე ოჯახი. ხანდაზმული ხალხის გადმოცემებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ უკვე 1907 წლებში წლისათვის აქ 13 ოჯახი ცხოვრობდა, მოგვიანებით კი, 1909-1910 წლებში, მათი რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 100 ადამიანს შეადგენდა.

მამა დომინიკე _ ზემოხსენებული სოფლის დამაარსებელი, გამოჩენილი პატრიოტი და ჟურნალისტი, მოკლეს სოფელ ახალხიზაში, თავისსავე პატარა სახლში. იგი დაკრძალეს გორის კათოლიკური ეკლესიის მახლობლად და ეკლესიის კედელზე დაცული იყო მისი მოსახსენებელი მემორიალური დაფა (დღე ეს ტაძარი და ტერიტორია დაკავებული აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას).

რამდენიმე წლის შემდეგ ეკლესია მიწისძვრის შედეგად დაინგრა და კათოლიკურმა საკრებულომ შეკრება დაიწყო ადგილობრივი სკოლის ორ ოთახში.
კომუნისტური რეჟიმის პირველ წლებში სკოლიდან ყველაფერი გაიტანეს და გადაყარეს, შესაბამისად ახალხიზის საკრებულომ შეწყვიტა არსებობა. ხალხი ნელ-ნელა ივიწყებდა და კარგავდა საკუთარ რწმენას. ამ გზით ამოძირკვეს კათოლიკობის ფესვები ახალხიზაში. მხოლოდ ზოგიერთი მათგანი ცდილობდა, არ გაეწყვიტა კავშირი ეკლესიასთან: ისინი დროდადრო დადიოდნენ თბილისის საკრებულოში. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ადამიანთა იმ ნაწილმა, რომელმაც გულის სიღრმეში მოახერხა რწმენის შენარჩუნება, ხელი შეუწყო ახალხიზაში კათოლიკური შეკრებების განახლებას. ამ საქმეში მათ მხარში ამოუდგნენ თბილისის წმინდა პეტრესა და წმიდა პავლეს ტაძრის მღვდლები: მამა ადამ ოხალი და მამა ანჟეი გრაციკი.
ახალხიზის ახლანდელი მოძღვარი არის მამა ვლადიმირ აქსენტიევი.