ივლიტა

ღვთისმშობლის სახ. სამლოცველო

ივლიტა, 0800 ახალციხე

 

ღვთისმსახურება

წმიდა წირვა

  • ხუთშაბათს - 14:00 სთ.
  • კვირას - 15:00 სთ.

საკონტაქტო მისამართი

წინამძღვარი

მ. ფილიპო ალიანი - მობ.: +995 599 38 85 88

 

ადგილმდებარეობა

სამლოცველო ეკლესიასთან ახლოს

 

ისტორია

წმ. ივლიტის ეკლესია ძველთაგანვეა ცნობილი. ეკლესიის სახელწოდების გამო სოფელსაც ივლიტა დაერქვა. შენობა ქართველმა კათოლიკეებმა ააშენეს XII საუკუნეში, ოცხის წყლის (დღევანდელი მდინარე ფოცხოვი) ნაპირას, სწორედ იმ კლდის თავზე, საიდანაც ის დღემდე ამაყად გადმოჰყურებს ფოცხოვს. ეს ეკლესია ოსმალების წაქეზებით და გამაჰმადიანებული ბექა ათაბაგის ბრძანებით დაუნგრევიათ, მაგრამ ნაგებობას უფრო დიდი უბედურება დაატყდა თავსQქართველთა და ოსმალთა შორის გაჩაღებული ბრძოლის დროს, როდესაც ივლიტის ეკლესია ყუმბარებით დაანგრიეს. ძველ ეკლესიას წარეხოცა თავისი უწინდელი სახე, დაემხო საყრდენები და ეკლესიის კედლები მდინარეში ჩაიყარა. მაგრამ სოფელში კათოლიკენი მრავლად იყვნენ, რომელთაც შეაგროვეს დანგრეული ეკლესიის ნაშთები და ერთიანი ძალით ხელახლა ააშენეს ტაძარი. მაგრამ მანამდე საჭირო ფაშის ნებართვის მოპოვება. ამ მიზნით მას კაცი მიუგზავნეს, ქრთამი მისცეს და ეკლესიის მშენებლობის უფლება მიიღეს.

ახალი ეკლესია 1640-იან წლებში იმავე სახელწოდებით აღდგა. ეკლესიას XVII საუკუნეში ახალი განსაცდელი დაატყდა თავს, რის შემდეგაც ვეღარავინ მოახერხა მისი წელში გამართვა. XVIII საუკუნეში, ადგილობრივ ქართველ კათოლიკეთა დახმარებით, ეს ეკლესია განაახლეს ახალციხელმა ქართველმა კათოლიკე ვაჭრებმა – მეფისაშვილებმა. ეკლესია ერთი შეხედვით ღარიბია, _ რომ არა სამრეკლო, მას ვერავინ განასხვავებდა ჩვეულებრივი სახლისაგან. ეკლესია განუახლებიათ 1825 წელს, როცა ქრისტიანები ოსმალებისაგან დიდ დევნას განიცდიდნენ. სწორედ ამით აიხსნება, რომ ივლიტის ეკლესია გარეგნულად შთამბეჭდავი არაა. წირვა-ლოცვა და ქადაგება აქ ქართულ ენაზე სრულდებოდა.

მეტად მნიშვნელოვანია ივლიტის ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ისტორია, რომლსაც მღვდელი თომა ჩილინგარაშვილი გადმოგვცემს: ივლიტის საკვირველმოქმედი ხატი ართვინიდან (თურქეთი) მოუტანია ერთ კათოლიკე ქალს, რომელსაც ის ნათესავებისაგან რგებია. მის ამ ნათესავებს ეს ხატი ოსმალთაგან გამოუსყიდიათ, როცა ის ოსმალებს ერთი ეკლესიიდან მიუთვისებიათ. იმთავითვე ამ ხატს სახელი განეთქვა თავისი სასწაულმოქმედებით, ამიტომ მორწმუნე კათოლიკეებმა მას ღამისთევა დაუწყეს. ამ ხატის სასწაულთა თაყვანსაცემად სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდნენ.

დღეს ეს ხატი დაკარგულია და ეკლესიაც კათოლიკეებს აღარ ეკუთვნის. ის 1990-იან წლებში მართმადიდებლებმა მიისაკუთრეს, თუმცა სოფლის კათოლიკეები მისი დაბრუნების იმედს მაინც არ კარგავენ. 2000 წლიდან მოყოლებული, წირვა-ლოცვა ივლიტაში ერთ სახლში სრულდება. საკრებულოს წინამძღვარია მამა ზურაბ კაკაჩიშვილის. ივლიტელი კათოლიკეები იმედოვნებენ, რომ ღმრთის დახმარებით თავიანთ ძველ ტაძარსაც დაიბრუნებენ და წინაპართა ტრადიციებსაც აღადგენენ.