Arrow
Arrow
Slider

სინოდური კრება

გუშინ შუა დღისას ლოცვით დასრულდა სინოდური კრება ჩვენს ადმინისტრაციაში. სინოდური კრება ეძღვნებოდა დიდი სინოდის ათი წლის იუბილეს. ათი წლის წინ სინოდმა განსაზღვრა ჩვენი სამოციქულო ადმინისტრაციის მუშაობის ძირითადი მიმართულებები და ჩარჩოები. მაშინ მსჯელობა შედგა სამი ძირითადი მიმართულებით: თანაზიარების გამბედაობა, ფორმაციის გამბედაობა, მსახურების (სოციალური) გამბედაობა.

დელეგატები მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ყველა სამრევლოებიდან. სინოდმა იმსჯელა იმ სამ ძირითად საკითხზე, რაც ათი წლის წინ დადგინდა. დელეგატები რამდენიმე კვირით ადრე უკვე იყვნენ ინფორმირებულნი მოსამზადებლად. შესაბამისად ყველა მოსურნეს შეეძლო გამოეთქვა თავისი აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ვერთგულობთ დიდი სინოდის დეკრეტებს, რისი შეცვლა გვჭირდება ჩვენს ყოველდღიურობაში.

მსჯელობები ძირითადად შედგა კატეხიზმოს გაკვეთილებთან დაკავშირებით, თუ რამდენად ადეკვატურია ის სახელმძღვანელოები დღეს რომლითაც 10 წლის წინად ვსარგებლობდით; ვისმჯელეთ ასევე მღვდლების სიმცირის პრობლემაზე მორწმუნეები წუხილს გამოთქვამენ, რომ მღვდლებს არ აქვთ საკმარისი დრო მრევლთან ურთიერთობისათვის, აღსარებებისა და საუბრებისათვის. დღემდე პრობლემას წარმოადგენს ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიასთან - ითქვა, რომ ჩვენი მრავალი ინიციატივის მიუხედავად ურთიერთობა ისევ ცივია. ჩვენი ახალგაზრდების ზრდას რწმენაში და ფორმაციას ხელს ყველაზე მეტად სკოლებში ჯერ ისევ მოქმედი ინდოქტრინაცია უშლის. 

სინოდმა იმსჯელა ამ საკითხების გადაჭრის გზებზე და რამდენიმე მნიშვნელოვან დეკრეტს უყარა კენჭი. ახალ დეკრეტებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.