Arrow
Arrow
Slider

კონსისტორიუმი - არა პირველობისთვის ეკლესიაში

კონსისტორიუმის ცერემონიაზე სამშაბათს, პაპმა ხუთი ახალი კარდინალი გამოარჩია - აქედან ოთხნი ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც ადრე არასოდეს ჰყოლია კარდინალი. პაპმა ახალ კადინალებს უთხრა, რომ ისინი "ეკლესიაში პირველობისთვის" არ არიან მოხმობილნი, არამედ იმისათვის, რომ როგორც უფლის მოციქულებმა თვალი გაუსწორონ ცოდვის რეალობებს.

პაპმა ცოდვის მდგომარეობა სულისშემძვრელი ტერმინებით დაახასიათა მოკლე ქადაგებაში:

"სწორედ უმანკონი იტანჯებიან და ეწირებიან ომსა და ტერორიზმს. დამონების სხვადასხვა ფორმები, რომლებიც ძალადობენ ადამიანურ ღირსებაზე ადამიანის უფლებების ხანაში; ლტოლვილთა ბანაკები, რომელნიც ჯოჯოხეთს უფრო ემსგავსებიან, ვიდრე განსაწმედელს; მათი რეგულარი "ჩამოწერა", რომლებიც უფუნქციო ხდება, მათ შორის ადამიანებისა"

"უფალი იმისათვის მოვიდა, რომ ასეთი სიბოროტე საფუძველშივე მოეშთო" - თქვა წმიდა მამამ და მოუწოდა კარდინალებს მტკიცედ გაჰყვნენ უფალს.

"ის თქვენ მოგიწოდებთ ისევე შეებრძოლოთ ცოდვას და მის შედეგებს კაცობრიობაში, როგორც თავად ებრძოდა მიწაზე, არ გატყდეთ სხვა ინტერესებითა თუ მისწრაფებებით." განუცხადა პაპმა ახლად გამორჩეულ კარდინალებს, რომელნიც რიგით მეოთხე კონსისტორიუმზე გამოირჩია. 

კარდინალები:

  • ბამაკოს მთავარეპისკოპოსი იოანე ზერბო, მალი
  • ბარსელონას მთავარეპისკოპოსი იოანე ხოსე ომელა, ესპანეთი
  • სტოკჰოლმის ეპისკოპოსი ანდრია არბორელიუსი, შვედეთი
  • ეპისკოპოსი ხოსე გრიგოლ როზა ჩავესი, სან-სალვადორის ეპარქიის ვიკარი, ელ-სალვადორი
  • ეპისკოპოსი ლუის-მარი ლინგ მანგჰანეკუნი, პაკსეს (ლაოსი) სამოციქულო ვიკარი, და ვიენტიანეს სამოციქულო ადმინისტრატორი

საპასუხო მიმართვაში ეპისკოპოსმა ომელამ აღნიშნა: "ჩვენ არ გვინდა საკუთარ თავზე ორიენტირებული საკრებულოები, არამედ ამა სოფლის გზებზე მოხეტიალე ეკლესია, რომელიც ცრემლს უშრობს მრავალთ და აცოცხლებს მათ იმედებს"